ახალსოფლის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილე წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა
12-02-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად ჩართული მოსწავლეები და გარდაბნის „ეტალონი მოსწავლე“ მარიამ მარტიაშვილი დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს „ეტალონის“ წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. 

მარიამ მარტიაშვილს კი სკოლის დირექციამ სიგელი და ფასიანი საჩუქარი („ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა) გადასცა. 

ასევე, საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ სკოლის „ეტალონის პედაგოგი“ მანანა ტორაძე, XI კლასის ხელმძღვანელი ეკატერინე ცხოვრებაშვილი, რომლის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ და X კლასის ხელმძღვანელი ელენე ფალელაშვილი, რომლის მოსწავლეც გარდაბნის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა.

დაჯილდოებას სკოლის დირექციასთან ერთად უფროსი კლასების მოსწავლეები, პედაგოგები და გამარჯვებული მოსწავლის მშობელი, ირინა მარტიაშვილი, დაესწრნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203