განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ეწვივნენ
12-02-2020
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები, საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეები ბიბლიოთეკას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნათია მახარაძის, ინიციატივით ეწვივნენ. ბიბლიოთეკის დირექტორმა, ინგა გოგიბერიძემ, მათ ახალი საგანმანათლებლო სივრცე დაათვალიერებინა და „თომთეს ზღაპარი“ წაუკითხა.
განთიადის საჯარო სკოლა საჯარო ბიბლიოთეკას დიდი მადლობას უხდის.
5 თებერვალს საქართველოს საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს