
მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მადლობის სიგელები გადაეცათ. მოსწავლეებმა ლიტერატურულ კონკურსში წარმატება მოიპოვეს.
„მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურმა ცენტრმა გამართა ლიტერატურულო კონკურსი „კალამი“, სადაც პროზაული თხზულებების შექმნისთვის გალავნის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს: ელენე წიკლაურს, ნინო წიკლაურსა და ცირა ნებიერიძეს გადაეცათ მადლობის სიგელები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.
იხილეთ ფოტოები