წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული საათი მოაწყვეს
12-02-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა, განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურული საათი მოაწყვეს.

მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში მათ საყვარელ წიგნებზე ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს და ახალ ლიტერატურას გაეცნენ.

მასწავლებლები ხათუნა ქუთათელაძე და ნათია ვარდანიძე ბავშვებს განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს იყო ხალისიანი და შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა.

24 იანვარს განათლების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203