კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა, ინტეგრირებული გაკვეთილის ფარგლებში, ციფრული ხელოვნების მუზეუმი დაათვალიერეს
13-02-2020
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებს ინტეგრირებული გაკვეთილის ფარგლებში ციფრული ხელოვნების მუზეუმში ექსკურსია ჩაუტარდათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა იხილეს ციფრული ტექნოლოგიებით გაცოცხლებული და განათებული კოსმოსური სივრცე, წყალქვეშა სამყარო და სხვა. აგრეთვე წარმოდგენილი იყო ვაჟა-ფშაველას ნაწარმოები „ხმელი წიფელი”.
ციფრული ტექნოლოგიებით გაცოცხლებულმა წარმოდგენამ დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაუტოვა მოსწავლეებს და მათი დიდი მოწონება დაიმსახურა.