კერძო სკოლა „ჰელიოსში“ საჯაროდ კითხვის საათი ჩატარდა
11-02-2020
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსში“ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საჯაროდ კითხვის საათი ჩატარდა.
ღონისძიებაში მე-2ა და მე-2ბ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს ზღაპრები და დისკუსია გამართეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, საქართველოში ეს დღე უკვე მეხუთედ აღინიშნება. ღონისძიება წიგნის კითხვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.