
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ X კლასის მოსწავლე ირაკლი ხასაია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალში იასპარეზებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ირაკლი ხასაიამ ოლიმპიადის I და II ტური წარმატებით გადალახა და საქართველოს მასშტაბით იმ 50 მოსწავლეს შორის მოხვდა, რომლებიც ფინალში იასპარეზებენ.
სკოლა მოსწავლეს წარმატებას უსურვებს.
„სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის I და II ტურში წარმატებით იასპარეზა სკოლა „ჰელიოსის“ X კლასის მოსწავლემ ირაკლი ხასაიამ. მთელი საქართველოს მასშტაბით იგი მოხვდა იმ 50 მოსწავლეს შორის, რომელიც ფინალში იასპარეზებს. ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ირაკლის ფინალურ ტურში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.