
გორის N12 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები ლიზი ბერიანიძემ და ქეთევან კოჩუაშვილმა პროექტის - „pimp my winter youth exchange“ ფარგლებში გერმანიაში იმოგზაურეს.
პროექტში-„pimp my winter youth exchange“ საქართველო, პოლონეთი, გერმანია და გერმანიაში ჩასახლებული სირიელები არიან ჩართულნი. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყნის კულტურა გაეცნოთ და თავის ქვეყანაც წარედგინათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები პროექტში მონაწილეობითა და მოგზაურობით კმაყოფილები დარჩნენ.
იხილეთ ფოტოები