წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს რამდენიმე აქტივობა მიეძღვნა
11-02-2020
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მშვიდობის კვირეული დაიწყო.
კათედრის ხელმძღვანელი ფ. გიორგხელიძე გახლავთ.
კვირეული დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი რამდენიმე აქტივობით გაიხსნა.
IXბ კლასში (დამრიგებელი - ნ. ჯოხაძე) მასწავლებელმა, ფიქრია გიორხელიძემ, თემაზე - დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა გაკვეთილი ჩაატარა.
IXა (დამრიგებელი - ქ.ჯიქია), IXბ (დამრიგებელი - ნ.ჯოხაძე) და IXგ (დამრიგებელი - ლ.სამნიაშვილი) კლასის მოსწავლეებმა სკოლის ფოიეში მოაწყვეს სტენდი, სადაც დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი თავიანთი ესეები განათავსეს.
XIბ კლასის (დამრიგებელი - დ.ხაჩიძე) მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებელ იზო ჯანგავაძესთან ერთად თემატური ბუკლეტები დაამზადეს.
ამ დღესვე დაიგეგმა ვიზიტი გელათში, რათა მოსწავლეებმა და კათედრის წევრებმა დავით აღმაშენებლის საფლავს პატივი მიაგონ და წმინდა ადგილი მოილოცონ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს