
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბის- „ეკო-vision“ წევრებმა ტრადიციული რუბრიკის- „სტუმრად ადგილობრივ ფერმერთან“ ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში შეხვედრა გამართეს.
მოსწავლეები მწყერის ფერმის მეპატრონეს სტეფანე ზაზაშვილს შეხვდნენ და მწყერის გამრავლების სპეციფიკასა და მწყერის ხორცისა თუ კვერცხის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებზე ისაუბრეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სპონტანურად დასუფთავების აქციაც განახორციელეს.
„ეკო-vision“-ის წევრების მორიგი დასუფთავების აქციის იდეა კი სპონტანურად, ახალციხე- ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილებისას დაიბადა. პოლიეთილენის ბოთლებისა და თუნუქის ქილების (ძირითადად ალკოჰოლური სასმელების) სიმრავლე გზისპირა გაზონზე შეუმჩნეველი არ დარჩენიათ პატარა „ეკო მოქალაქეებს"“, შესაბამისად, მათ არც ძალისხმევა დაიშურეს გზისპირი რომ მოეწესრიგებინათ და ნაგავი უახლოეს ურნამდე მიეტანათ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები