მარელისის საჯარო სკოლაში ვიქტორინა - „როგორ ვიცნობთ დავით IV-ის ეპოქას“ ჩატარდა
11-02-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მარელისის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღნიშნეს.

სკოლაში მოეწყო ვიქტორინა სახელწოდებით -„როგორ ვიცნობთ დავით IV-ის ეპოქას“. კონკურსში IX,X,XI და XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„პატრიოტულ მოტივზე აჟღერებული მუსიკის ფონზე გუნდებმა: „დიდგორი“, „ძლევაი საკვირველი“, „ბაგრატიონები“ შესანიშნავად იასპარეზეს. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი „დიდგორი“ (IX კლასი). მონაწილე გუნდები დირექციისგან დაჯილდოვდნენ სიგელებით. გამარჯვებულ გუნდს კი დიპლომი გადაეცა“,-აღნიშნულია მარელისის საჯარო სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203