
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის ინგლისური ენის უფროსმა მასწავლებელმა, შორენა კობალაძემ, ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი - მედიაწიგნიერება - თემაზე: Films.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი საკმაოდ მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა და მოსწავლეებმა მასწავლებლის გეგმის და ჩანაფიქრის განხორციელება ზედმიწევნით შეძლეს.
გაკვეთილს დირექტორის მოადგილე მ.ტორაძე და სკოლის სხვა პედაგოგები დაესწრნენ.
„ქალბატონი შორენა კობალაძე ახალსოფლის სკოლის აღზრდილია და ორმაგად სასიხარულოა მისი ყოველი წარმატება!“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები