
დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის საჯარო სკოლაში ყოველ წელს აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე. წელსაც ამ დღეს სკოლაში ღონისძიება მიუძღვნეს.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსული ენის პედაგოგის - ნატო ჭყონიას ხელმძღვანელობით სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები, როგორც ქართველი ასევე მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებებიდან, ისაუბრეს წიგნიერების და განათლების მნიშვნელობაზე. გარდა ამისა VI-VII კლასელებისგან შემდგარი გუნდი -„ნიკე“ 1-2 თებერვალს ჩაერთო საქართველოს ეროვნული პარლამენტის მიერ დაგეგმილ კონკურსში - „ყველაზე წიგნიერი“, სადაც წარმატებით დაძლიეს პირველი ტური და დიდი სიხარული მოუტანეს სკოლას.
მოსწავლეებმა უკვე დაიწყეს მზადება მეორე ტურისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, მაისის თვეში გაიმართება.
იხილეთ ფოტოები