გაზაფხულის სემესტრის მობილობის შედეგები დღეს გამოქვეყნდება
11-02-2020
2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის შედეგები დღეს, 12 საათზე გამოქვეყნდება.
განათლების მართვის საინფორმაციო სისმტემის ცნობით, მობილობის შედეგების გამოცხადების შემდეგ, მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტს შეუძლია საკუთარი შედეგი იხილოს პორტალზე - students.emis.ge
შეგახსენებთ, რომ მობილობის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სტუდენტებმა უნდა მიმართონ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც ჩაირიცხონ და დროულად წარადგინონ საჭირო დოკუმენტაცია.
რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო
კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს