ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოციალური პროექტი - „კეთილი გული“ განახორციელეს
11-02-2020
ადიგენის მუნიციპალიტეტის, ბენარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ფესვების“ წევრები პროექტში - „მომავლის თაობა“ აქტიურად ჩაერთნენ და არაერთი ღონისძიება განახორციელეს.
კლუბის წევრებმა მორიგი შეხვედრის დროს გადაწყვიტეს აქცია - „კეთილი გული“ მოეწყოთ.
სოციალური აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეაგროვეს მათთვის, ვისაც ეს სჭირდება.