
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ნინო გიორგაძემ, „Pranglimine - ზეპირი ანგარიშის“ ონლაინ ოლიმპიადის ფინალზე ზედიზედ მეოთხედ საქართველოს მასშტაბით ზრდასრულების კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა.
ნინო გიორგაძე 2 მაისს ფინალურ თამაშზე ლატვიაში მიემგზავრება.
„წარმატებები ნინოს! ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ ჩვენი სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულებით“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
ოლიმპიადის მიზანი მოსწავლეებში ზეპირი მათემატიკური გამოთვლების უნარის განვითარებაა. პროექტს კომპანია „მიკსიკე“ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (Estonian Development Cooperation) განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტს საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და Innovative Education Foundation უჭერს მხარს.