ამ წუთებში "ეტალონის" ფინალისტები ბათუმის მერიაში ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს ხვდებიან.
ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და ''ეტალონის'' ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი ''ეტალონის'' ფინალისტებს სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე ესაუბრებიან.
ბათუმის მერმა დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და ქალაქ ბათუმის უახლეს ისტორიაზე გაამახვილა ყურადღება.
პროექტის ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ ''ეტალონის'' საპრიზო ფონდი ბათუმის მერიის ორგანიზებულია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ''ეტალონის'' საზეიმო ღონისძიება-კონკურსი 3 საათზე, ბათუმის საზაფხულო თეატრში დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' 2016-2017 - ფინალის პირდაპირ ეთერში ნახვა შეგიძლიათ www.etaloni.ge -ზე და ასევე, მოცემულ ბმულზე.