მუხრანის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა
10-02-2020
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის მუხრანის N1 საჯარო სკოლაში  საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა.

ჩემპიონატში VIII-XI კლასების 54 მოსწავლე მონაწილეობდა. 40-მა მოსწავლემ ტესტის მინიმალური ზღვარი გადალახა და სპეციალური სახელობითი სერტიფიკატით დაჯილდოვდა. სკოლის დირექცია ნანი ილურიძეს, ნიკა პაპაშვილს, ლაშა გოგოლაშვილს და ონისე ბერინაშვილს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გადასვლას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. სკოლაში პირველი ეტაპის ტესტირებას ორგანიზება „ეტალონის“ პედაგოგმა გაუწია.

ყოველ წელს „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს სტუმრობს.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203