ვახანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
10-02-2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ვახანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ გაიმართა.

შეჯიბრში საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით იბრძოდნენ პირველობისთვის და თავიანთ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ავლენდნენ.

მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ, გამარჯვებულ გუნდს კი დიპლომი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.

ინტელექტუალურ თამაშს ახალგაზრდა პედაგოგი, ლაური ღონღაძე, ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203