ორღულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბესარიონ გაბაშვილს ლიტერატურული საღამო მიუძღვნეს
10-02-2020
საჩხერის მუნიციპალიტეტის ორღულის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ცნობილი ქართველი პოეტის, ბესარიონ გაბაშვილისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო ჩატარდა.

მოსწავლეებმა პოეტის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს და სიტყვები წარმოთქვეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლიტერატურულმა საღამომ საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებს პედაგოგი ია დარბაიძე ხელმძღვანელობდა.

ღონისძიებას ორღულის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203