ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მშვიდობის კორპუსის მოხალისეების ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ
10-02-2020
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის VIII, IX და X კლასის მოსწავლეები მშვიდობის კორპუსის მოხალისეების მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

სამუშაო შეხვედრა, რომელიც ოზურგეთში გაიმართა, ლიდერობას, გენდერულ სტერეოტიპებსა და უმაღლეს განათლებას შეეხებოდა.

შეხვედრაში ოზურგეთისა და ჩოხატაურის სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

მოსწავლეები სხავადასხვა საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ.

ტრენინგი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, დასასრულს კი მოსწავლეებსა და ინგლისური ენის პედაგოგებს სერთიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203