დღეს ''ეტალონის'' გრანდიოზულ ფინალზე ''საქართველოს ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება
24-06-2017
დღეს ''ეტალონის'' გრანდიოზული ფინალია.

2016-2017 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს 2016 წლის ოქტომბრიდან და დღეს გრანდიოზული ფინალით - „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენით დასრულდება.

ფინალურ ღონისძიება-კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 83 „ეტალონი მოსწავლე“, რომლებიც წარადგენენ საკუთარ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველ ქალაქებს, ქალაქ თბილისის 10 რაიონს, აფხაზეთის ა/რ სკოლებს, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტს - მათ შორის გამოვლინდება 2016-2017 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“.

ფინალური კონკურსის საპრიზო ადგილების მფლობელებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ.

გაეცანით საყურადღებო სტატისტიკას: 2016 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართული სკოლების რაოდენობა შეადგენს 1833 სკოლას (პროექტში ჩართვის შესაძლებლობის მქონე სკოლების 96,4%), პროექტში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 39.416 მოსწავლეს, მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეთა რაოდენობაა 5.475. ღონისძიებებზე დასმწრე გულშემატკივართა და პირდაპირ დაინტერესებულ პირთა რაოდენობაა 157.664 ადამიანი. 

ღონისძიების პარტნიორებია: ქალაქ ბათუმის მერია და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203