მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკვერის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
10-02-2020
მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის წევრების ინიციატივით დასუფთავების აქცია გაიმართა.

კლუბის წევრებმა აქტივობაში მე-3, მე-4 , მე-5 კლასის მოსწავლეები ჩართეს. 

მოსწავლეებმა სოფლის სკვერის მიმდებარე ტერიტორია და სომხურ სოფელთან მისასვლელი გზა დაასუფთავეს. ტომრებში შეგროვილი ნარჩენები პატარებმა სკვერში დაალაგეს და მშობლებს სთხოვეს, რომ ნარჩენები უახლოეს ნაგვის ურნებამდე გაეზიდათ.

უმცროსკლასელებმა მსგავს აქტივობებში მონაწილეობის სურვილი სამომავლოდაც გამოთქვეს. 

გარემოსდაცვითი კლუბი  დასუფთავების აქციებს კვლავაც გააგრძელებს.

აქტივობა შეესაბამება გარემოს მდგრადი განვითარების მე-3 (ჯანმრთელობა და კეთილდღეობა) მიზანს. აქტივობა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203