ჯიმითის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩატარდა
10-02-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის მე-6 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო - ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ . გაკვეთილს პედაგოგი შორენა ვარაზაშვილი ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა, სასწავლო პროცესის დროს პედაგოგმა მრავალფეროვანი აქტივობები გამოიყენა.
მოსწავლეებმა წყვილებსა და ჯგუფებში იმუშავეს, ბრაკონიერობაზე სატელევიზიო სიუჟეტი ნახეს, კოგნიტური სქემების დახმარებით პრეზენტაციები მოამზადეს და წარმოადგინეს, დასასრულს კი გაკვეთილი შეაჯამეს და საკუთარი აქტივობა შეაფასეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს