ნატახტრის საჯარო სკოლას წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს მწერალი რუსუდან რუხაძე სტუმრობდა
10-02-2020
მცხეთის მუნიციპალიტეტის, ნატახტრის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მარინე გულაშვილი, ხელმძღვანელობდა.
სკოლას წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით თანამედროვე მწერალი, რუსუდან რუხაძე, სტუმრობდა.
მწერალმა მოსწავლეებს წიგნის კითხვის აუცილებლობა დაუსაბუთა და მათ ლიტერატურული ნაწარმოებები წაუკითხა.
„ჩვენი სკოლა სიამოვნებით ჩაერთო საერთაშორისო ღონისძიებაში. უფროსკლასელებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობასა და იმ შედეგებზე, რომლებიც წიგნის წაკითხვის შემდეგ დადგება. მათ შეარჩიეს ქართველი მწერლების რჩეული ნაწარმოებები და საჯაროდ წაუკითხეს უმცროსკლასელებს. “, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს