
ონის მუნიციპალიტეტის გლოლის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს და იმსჯელეს მეფე დავითის ეპოქაზე, საქართველოს უბრწყინვალეს წარსულზე, გაიხსენეს დავით აღმაშენებელთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენები.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ისტორიის მასწავლებელი მარინა მაისურაძე.
საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები