„სკოლა ამაყობს მისით“ - ახალსოფლის საჯარო სკოლა მარიამ მარტიაშვილს გარდაბნის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებას ულოცავს
10-02-2020
გარდაბნის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტური ჩატარდა.

გამარჯვებული და გარდაბნის „ეტალონი მოსწავლე“ ახალსოფლის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ მარტიაშვილი გახდა.

ღონისძიებას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

მეორე ტურის ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ნინო გვარანმაძე, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

სკოლა სიხარულით ულოცავს გამარჯვებულს და ამაყობს მისით!

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203