ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა მაკულატურა მოაგროვეს და სასურველ საკითხავ ლიტერატურაში გადაცვალეს
10-02-2020

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის IVბ კლასის მოსწავლეებმა საგანის - „მე და საზოგადოებ​ა“ პროგრამის ფარგლებში, აქტიურად დაუწყეს მაკულატურის შეგროვება.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მაკულატურა მათთვის სასურველ ლიტერატურაში გადაცვალეს. 

„სკოლის IV ბ კლასმა, „მე და საზოგადოების“ პროგრამის ფარგლებში, აქტიურად დაიწყო მაკულატურის შეგროვება. ბავშვებმა შეძლეს 65 ნერგის მოპოვება, რომლის მეშვეობითაც სკოლის ბიბლითეკისთვის შეარჩიეს გოდერძი ჩოხელის მოთხრობები. 4 თებერვალს აღნიშნული ლიტერატურა კლასის სახელზე სახსოვრად გადაეცა ბიბლიოთეკას... მადლობა პროექტის ხელმძღვანელ ლუიზა კობახიძესა და IV ბ კლასის მშობლებს მხარდაჭერისათვის... ჩვენ ვემსახურებით კეთილ საქმეს...“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203