
წალკის მუნიციპალიტეტის გუმბათის საჯარო სკოლაში ფილმის ჩვენება გაიმართა.
სკოლის მოსწავლეები „ნიკო კეცხოველის პრემია 2020-ის“ ფარგლებში მრავალფეროვან აქტივობებს ახორციელებენ.
ამჯერად, ეკოკლუბის წევრები ყოველკვირეულად ფილმის ჩვენებას აწყობენ. მოსწავლეები არჩევენ ისეთ ფილმებს, რომლებიც თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებს ეხება, შემდეგ კი მართავენ დისკუსიას.
იხილეთ ფოტოები