საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში პოეტ ია ნანეიშვილის შემოქმედებას პოეზიის საღამო მიუძღვნეს
10-02-2020

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის - „ეკომანის“ და კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგის - ბელა ქვარცხავას ინიციატივით სკოლაში მოეწყო პოეზიის საღამო, რომელიც პოეტ ია ნანეიშვილის შემოქმედებას მიეძღვნა.

„მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლებმაც წაიკითხეს ლექსები, რაც ორმაგად სასიამოვნო და სასიხარულო იყო... რამოდენიმე ლექსი თავისი შემოქმედებიდან პოეტმა - ია ნანეიშვილმაც წაუკითხა აუდიტორიას. პოეზიის საღამოს სახელწოდება იყო ,,ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენთან ერთად ვივლი“ (პოეტის ერთ-ერთი წიგნის სახელწოდება). სტუმრად მოწვეული იყო თავად პოეტი ია ნანეიშვილიც, ასევე მოწვეული გახლდათ ხობის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი ქალბატონი ბეატისა რუსია და ამავე სკოლის ჯილდოზე გასული მასწავლებლები.

ეკოკლუბ „ეკომანის“ წევრებმა ლექსები შეარჩია ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან ერთად, შესაბამისი მელოდია კი - მუსიკის მასწავლებელთან.

დასასრულს პოეზიის საღამო შეაჯამა ამავე სკოლის დირექტორმა ქალბატონმა იზოლდა გოგოლაძემ და მონაწილეებს გადასცა „მადლობის სიგელი“ პოეზიის საღამოზე მონაწილეობისათვის.

საღამო მშვიდ და თბილ გარემოში წარიმართა. ყველა აღფრთმოვანებას ვერ მალავდა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიება „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020-ის“ კონკურსის ფარგლებში ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203