განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ჟურნალისტის როლი მოირგეს
10-02-2020
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, განთიადის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნათია მახარაძემ, მე-5 კლასში სახალისო და საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა.
მან მოთხრობა - „საშინელი სასჯელი მოღალატისა“ თანამედროვეობაში გადმოიტანა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, „მოსწავლეები ჟურნალისტებად მოგვევლინენ, მოიწვიეს სტუმრები, ჩამოართვეს ინტერვიუ და ჰქონდათ ჩართვა პირდაპირ ეთერში“.