ოფშკვითის საჯარო სკოლის გუნდი ინტელექტუალური ვიქტორინის მეორე ტურში გადავიდა
10-02-2020
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ოფშკვითის საჯარო სკოლის გუნდი - „გადამკითხველები“ ინტელექტუალურ ვიქტორინაში - „ყველაზე წიგნიერი“ მონაწილეობდა.
სასკოლო პროექტის პირველი აქტივობა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა და მასში „ყველაზე წიგნიერი გუნდები“ მონაწილეობდნენ.
ოფშკვითის საჯარო სკოლის გუნდმა (მოსწავლეები: თათია გაბუნია, საბა ინანეიშვილი, ანანო კეკელიძე, რუსუდან კეკელიძე, ანი ციბაძე; მასწავლებელი - ფიქრია ჯანგავაძე) დამაჯერებლად ითამაშა და მეორე ტურშიც გადავიდა.
სკოლის ადმინისტრაცია თავის გუნდს წინსვლას ულოცავს და მომდევნო ტურში წარმატებას უსურვებს.