გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიბოსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ორიგამის ფიგურები დაამზადეს
10-02-2020
გორის N12 საჯარო სკოლა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა. 

მოსწავლეები კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში -„ორიგამის დღე“ სხვადასხვა აქტივობით ჩაერთნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა თემატურად ქაღალდის ფიგურები გააკეთეს.

„სკოლა აქტიურად შეუერთდა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და ე.წ. ორიგამის დღე სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნა. ბავშვებმა გააკეთეს ქაღალდის ფიგურები, ორიგამი. მოვუყევით ამ დღის ისტორიაზე, მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები კიბოს თემასთან და მის პრევენციასთან დაკავშირებით“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მოსწავლეებს პედაგოგები ალა სანამიანი, ასმათ ლეჟავა, ქეთევან გუგუტიშვილი, ირინე საური და ხათუნა გვრიტიშვილი ხელმძღვანელობდნენ. სკოლის კლუბის ლიდერი მოსწავლეები მარიამ მახვილაძე და ინა საური არიან.

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203