საგარეჯოს N4 საჯარო სკოლაში სადურგლო პროფესიის ორთვიანი სასწავლო კურსი წარმატებით დასრულდა
10-02-2020

საგარეჯოს N4 საჯარო სკოლაში წარმატებით დასრულდა ორთვიანი სასწავლო კურსი სადურგლო პროფესიაში. მასში აქტიურად იყვნენ ჩართულნი VIII-IX კლასის მოსწავლეები.

სასწავლო კურსს ხელმძღვანელობდა პედაგოგი გია კუჭუაშვილი და კაჭრეთის პროფესიული სასწავლებლიდან წარმომადგენელი - ლექსო ზაკალაშვილი.

მეცადინეობები ტარდებოდა სკოლის ბაზაზე. პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელს ეწვივნენ, დაათვალიერეს შენობა და გაეცნენ სხვადასხვა პროფესიებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203