წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ჩახუტების დღესთან დაკავშირებით კლასის საათი ჩატარდა 
10-02-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-5 კლასში სახალისო კლასის საათი ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლასის საათი ჩახუტების დღესთან დაკავშირებით ჩაატარეს.

„ჩახუტების დღესთან დაკავშირებით ბავშვებმა გაიხსენეს ყველა თბილი მოგონება მათი ურთიერთობების მანძილზე, ისაუბრეს ერთმანეთის დადებით თვისებებზე, მოეფერენ ერთმანეთს. ბავშვებმა სითბოთი და სიყვარულით მიმართეს ერთმანეთს. მათ შორის კლასის ხელმძღვანელს იულია სილაგაძეს. მან შეახსენა ბავშვებს,რომ ერთმანეთს შორის თბილი დამოკიდებულება მათ მეგობრობასა და კარგ ურთიერთობებზე დადებითად აისახება და გაზრდის მათ შორის კეთილგანწყობილ ატმოსფეროს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

კლასის საათის ბოლოს მე-5 კლ მოსწავლეებმა სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203