
ახალციხის N5 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას ხალისით შეუერთდნენ.
„აქტივობა 10 საათზე დაიწყო და რამდენიმე ხანს გაგრძელდა. იგი თავისუფალ ფორმატში მიმდინარეობდა. უმთავრესი, რაც ამ ღონისძიებამ მოგვცა იყო ის, რომ პატარებმა გაითავისეს, როგორი მნიშვნელოვანი და საინტერესოა წიგნების კითხვა. მათ კიდევ ერთხელ გადახედეს თავიანთ საყვარელ წიგნებს და მათ ავტორებს.
მიგვაჩნია, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ პატარებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციის საქმეში“, - აღნიშნეს სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს.
იხილეთ ფოტოები