კონდოლის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
07-02-2020
თელავის მუნიციპალიტეტის კონდოლის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ეწვივნენ, ასევე საკლასო ოთახებში, ფოიესა და სუფთა ჰაერზე წიგნები წაიკითხეს.
„სკოლაში წიგნის კითხვის მსოფლიო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. მოსწავლეები ეწვივნენ სკოლის ბიბლიოთეკას მოეწყო წიგნის კითხვა საკლასო ოთახებში, ფოიესა და პლენერზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, საქართველოში ეს დღე უკვე მეხუთედ აღინიშნება. ღონისძიება წიგნის კითხვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს