ბათუმის N8 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
07-02-2020
წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები (ხელმძღვანელი ლია თოდრია) სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.

ბიბლიოთეკარი მარიამ ჭანტურია მოსწავლეებს წიგნის შექმნის ისტორიასა და წიგნისა და კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

შემდეგ მოსწავლეებმა ბიბლიოთეკართან, მასწავლებელთან და ხელოვნების მასწავლებელ მანანა ჯაიანთან ერთად წაიკითხეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობა - „სისხლი“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბავშვები კმაყოფილები დარჩნენ ბიბლიოთეკაში სტუმრობით.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203