
„სიკეთე გვაერთიანებს და გვაბედნიერებს ადამიანებს“ - ამ დევიზით ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქველმოქმედება განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ სამსახურს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და პროდუქტი გადასცეს.
„მართლაც უზომოდ ბედნიერების სხივი გამოკრთოდა თითოეული მოსწავლის თვალებში, როდესაც პაწია ხელებით მოარბენინებდნენ კოხტად შეფუთულ საჩუქრებს...სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მშობელს, მოსწავლეებსა და მათ კლასის დამრიგებლებს გულისხმიერებისა და ყურადღებისათვის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები