წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია წიგნის საჯაროდ კითხვის მარათონს შეუერთდა
07-02-2020

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში წიგნის საჯაროდ კითხვის მარათონს ადგილობრივი თვითმმართველობის, მუნიციპალიტეტის განათლების სექტორის წარმომადგენლები და მოსწავლე-ახალგაზრდები შეუერთდნენ. სხვა სკოლებთან ერთად ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაც.

„მონაწილეებმა წაიკითხეს დიდი ქართველი მწერლის, ჩვენი თანაქალაქელის ბატონი ოტია იოსელიანის ბრძნული აზრები და მნიშვნელოვანი ციტატები მისივე ნაწარმოებებიდან.

სხვა სკოლებთან ერთად ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაც, მოსწავლეებს თან ახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ამავე კათედრის გამგე - მაია გურეშიძე, აქტიურ და წიგნის კითხვის მოყვარულ მოსწავლეებთან ერთად:

X -კლასის მოსწავლეები იობიძე ნინო, ლიპარტელიანი სალომე, ყურაშვილი ლიკა, ლორთქიფანიძე რუსუდანი;

X - კლასის მომსწავლე ჭელიძე ნინი;

IX - კლასის მოსწავლეები თემურ გასვიანი, ჭუმბურიძე დიანა, ხვისტანი მაგდა;

 IX - კლასის მოსწავლე აბულაძე ნიტა;

VIII - კლასის მოსწავლე მარიამ ქაჯაია“,-აღნიშნულია წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის ინფორმაციაში.

5 თებერვალს საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...