ყვარლის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან ჭიპაშვილმა მოთხრობები წაუკითხა
07-02-2020
ყვარლის N2 საჯარო სკოლის Iგ კლასს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ყვარლის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჭიპაშვილი ეწვია.
ქეთევან ჭიპაშვილმა მოსწავლეებს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები წაუკითხა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები კითხვა-პასუხის რეჟიმში აქტიურად ჩაერთნენ.
სკოლა ქეთევან ჭიპაშვილს დღის გალამაზებისთვის უღრმეს მადლობას უხდის.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა კი 31 მილიონამდე აღწევს. საქართველოში წელს ეს დღე 5 თებერვალს აღინიშნა.