სამების საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მზექალა მინაძემ და გულნაზ ჩილინგარაშვილმა სტატუსი აიმაღლეს
07-02-2020
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამების საჯარო სკოლის ორ პედაგოგს, მზექალა მინაძესა და გულნაზ ჩილინგარაშვილს, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
სკოლა ულოცავს პედაგოგებს კარიერულ წინსვლას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.
„ჩვენი სკოლა მდებარეობს მაღალმთიანი რეგიონიდან ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, სომხეთი საზღვრიდან 500 მეტრში. არის ძალიან ცუდი საცხოვრებელი პირობები. რთული კლიმატი გვაქვს, სკოლა მცირეკონტიგენტიანია. ჩვენი სოფელი გარე სამყაროს დიდთოვლიანობის გამო ხშირად წყდება. მიუხედავად ასეთი სირთულეებისა ჩვენი პედაგოგები ცდილობენ არ ჩამორჩნენ ცივილიზაციას და განვითარდნენ. ასევე მადლობა გვინდა გადაუხადოთ ასწავლე საქართველოს პროექტიდან გამოგზავნილ მასწავლებლებს რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი მასწავლებლების წინსვლასა და განვითარებაში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს