საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
07-02-2020

საგარეჯოს N4 საჯარო სკოლაში 5 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნა.

მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ და ნოდარ დუმბაძის მოთხრობებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ,

საქართველოში ეს დღე უკვე მეხუთედ აღინიშნება. ღონისძიება წიგნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203