თბილისის N172 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პიესა „ჰამლეტი“ დადგეს
07-02-2020
თბილისის N172 საჯარო სკოლის მე-11ა კლასის მოსწავლეებმა ცნობილი ინგლისელი დრამატურგის, უილიამ შექსპირის, პიესა „ჰამლეტი“ დადგეს.
მოსწავლეებს ნესტან კუბლაშვილის ხელმძღვანელობდა. პიესა სკოლის სააქტო დარბაზში დაიდგა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სპექტაკლმა საინტერესოდ ჩაიარა და მოსწავლეებიც და დამსწრე საზოგადოებაც კმაყოფილი დარჩა.
„მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი სადებიუტო ნაშრომს და დაიმსახურეს დირექციის, პედაგოგების, მშობლებისა და თანატოლების ოვაციები, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ხელმძღვანელს, შესანიშნავი ინიციატივისათვის ავტორს,ნესტან კუბლაშვილს და კლასის დამრიგებელს, ზაიგულ ტვილდიანს, ხელშეწყობისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს