ვალის N2 საჯარო სკოლაში უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენელი მშობლებს შეხვდა
07-02-2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლაში უსაფრთხოების კომიტეტის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების წარმომადგენელი, ძალადობისგან დაცული სკოლის პროგრამის ფარგლებში, მშობლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდა იყო.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, უსაფრთხოების კომიტეტში ჩართულნი არიან მშობლებიც და აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრის პრეზენტატორი სწორედ დაწყებითი კლასების წარმომადგენელი უსაფრთხოების კომიტეტში, ეთერ ტივაძე, გახლდათ.

მისივე თქმით, ძალადობისგან დაცული სკოლის პროგრამის მიზანია, უსაფრთხო გარემოს შექმნა სკოლებში და ნებისმიერი ტიპის ძალადობის შემთხვევებზე შესაბამისი და დროული რეაგირების ხელშეწყობა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203