
ახალციხის მუნიციპალიტეტის ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი მწერლების ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს.
„მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი არის ის, რომ წიგნი გახდეს მათი მეგობარი და კითხვა ყოველდღიურ მოთხოვნილებად აქციონ, სწორედ ასეთი ცოცხალი მაგალითებით თანდათანობით ყალიბდება კითხვისადმი ინტერესი და წიგნის სიყვარული . ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეების აზრით ეს დღე დაინერგება, როგორც „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ ეს ღონისძიება უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და წლიდან წლამდე ხშირი შეხვედრები ექნებათ, სადაც ერთმანეთს კვლავ გაუზიარებენ თავიანთი საყვარელი მწერლების ნაწარმოებებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიება სკოლის ქართული ენის კათედრის წევრების ინიციატივითა და ხელმძღვანელობით გაიმართა, სკოლის დირექცია მადლობას უხდის სკოლის ქართული ენის კათედრის წევრებს ნინო შველიძეს, მანანა ზაზაძეს, მართა ნებაძესა და ნონა ივანიძეს განხორციელებული აქტივობისათვის.
იხილეთ ფოტოები