თბილისის N103 საჯარო სკოლის პირველკლასელები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ
07-02-2020
თბილისის N103 საჯარო სკოლის პირველკლასელები, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგის მიზანი წიგნის პოპულარიზაციისა და კითხვის კულტურის დამკვიდრებაა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებას და მომავალში აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბებას.
ღონისძიების ფარგლებში პედაგოგმა მოსწავლეებს სასიამოვნო გარემო დაახვედრა და რამდენიმე ნაწარმოები წაუკითხა.
ღონისძიებას მშობლებიც აქტიურად შეუერთდნენ.
„მოსწავლეები დიდი ინტერესით ისმენდნენ და ათვალიერებდნენ გამოფენილ წიგნებს. მათაც გაუჩნდათ სურვილი, წაეკითხათ ელექტრონული და დიდი თუ პატარა წიგნები. პროექტის ფარგლებში პირველკლასელები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, დაათვალიერეს და საჩუქრად გადასცეს წიგნები. ეს დღე პატარებისათვის კიდევ ერთი სასკოლო წარმატებაა და მრავალს ვუსურვებთ კვლავაც“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა. საქართველოში, 2016 წლის 24 თებერვალს პირველად, ხოლო 2017 წლის 16 თებერვალს მეორედ აღინიშნა ეს დღე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს