
ქარელის მუნიციპალიტეტის ბებნისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდები ინტელექტუალური კონკურსის -„ყველაზე წიგნიერი“ მეორე ტურში წარმატებით გადავიდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, „ყველაზე წიგნიერის“ პირველი ტურის შედეგები ცნობილია. მეორე ტურში თამაშს აგრძელებს ბებნისის საჯარო სკოლის 5 გუნდი: „ბუკინისტები“; „მომავლის თაობა“; „მწიგნობარი“; „ბებნისი 2020“ და „ინტელექტი“.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კონკურსის პირველი ტური საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
სკოლა დიდი სიყვარულით ულოცავს თითოეულ მოსწავლეს ამ გამარჯვებას და შემდეგ ტურში წარმატებულ ასპარეზობას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები