მარელისის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობა მოეწყო 
07-02-2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა  - „წიგნების თარო“ განხორციელდა.

აქტივობაში მე-5, მე-6, მე-7, და მე-8 კლასების მოსწავლეები და პედაგოგები ირინა კუპატაძე და ნინო ცისკაძე იყვნენ ჩართულები. აქტივობის თემა იყო რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „დავითის ხმალი“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული  გამოვიდა. მოსწავლეები პასუხობდნენ კითხვებზე, წარმოადგინეს სიტყვების რუკა, ასევე სიუჟეტური ნახატები და ესეები.

მონაწილე გუნდები დაჯილდოვდნენ სიგელებით, გამარჯვებული კი დიპლომით. ასევე საუკეთესო ნახატის ავტორი დასაჩუქრდა წიგნით. ყველა მოსწავლეს გადაეცა წიგნი „დავითის ხმალი“.

„მადლობა ყველა მონაწილე მოსწავლეს,მათ პედაგოგებს, დამრიგებლებს. მომავალი იმედიანია, რადგან ყველამ ერთად დავინახეთ წიგნის კითხვის დიდი მნიშვნელობა და მოსწავლეთა დაინტერესება. წარმატებებს ვუსურვებთ ყველას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

5 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203