ჩაოს საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლე მარი ლაბაძე პროექტში გამარჯვებისთვის დააჯილდოვა
06-02-2020
ხულოს მუნიციპალიტეტის ჩაოს საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლე მარი ლაბაძე პროექტში - „თემის ელჩები“ მონაწილეობისა და გამარჯვებისათვის დააჯილდოვა.
სკოლის მოსწავლეს სიგელი საზეიმო ვითარებაში გადაეცა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მარი ლაბაძე აქტიური და შრომისმოყვარე მოსწავლეა, ის ხშირადაა ჩართული სკოლისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში.
ჩაოს საჯარო სკოლა ულოცავს მას ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც.